სააპელაციომ გადაწყვიტა დისკომფორტი არ შეიქმნას და საარჩევნო საჩივარს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს, რაც საგანგაშოა | საია

გამოქვეყნდა:

თბილისის სააპელაციო სასამართლო საიას საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების/არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს - ინფორმაციას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს.

რაც იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო ხმის ფარულობის დარღვევის საკითხს დღეს, 16:00 საათზე საიას მონაწილეობისა და საზოგადოების ჩართულობის გარეშე განიხილავს და გადაწყვეტს.

"მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მხარეებისთვის უნდა მიეცა მოსაზრებების სხდომაზე წარმოდგენის შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებას უნდა ჰქონოდა პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა საქმის მნიშვნელობის გათვალისწინებით.

გარდა იმისა, რომ საქმე მოთხოვნების და მოპასუხის გათვალისწინებით, პრაქტიკულად წარმოადგენდა ახალ საქმეს, საიას ჰქონდა რამდენიმე დამატებითი შუამდგომლობაც, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა და ამჯერად, ეს შუამდგომლობები სწორედ სააპელაციო სასამართლოს მიემართებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია სხდომის ზეპირი მოსმენის გარეშე ჩატარება, ეს გადაწყვეტილება საგანგაშოა. საქმეზე, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და ამომრჩევლის 90%-ის საარჩევნო უფლებას შეეხება, სასამართლომ გადაწყვიტა დისკომფორტი არ შეიქმნას და გადაწყვეტილება მხარეების და საზოგადოების დასწრების გარეშე მიიღოს." აცხადებს საია. 

საიას გასაჩივრებული ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ცესკოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი. 

საიას გარდა, მოსარჩელეები იყვნენ ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც  სასამართლოში ცდილობდნენ დაედგინათ ხმის ფარულობის დარღვევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი