მომიტინგეები ე.წ სამთავრობო კომპლექსის ალყაში მოქცევას ცდილობენ | ვითარება სოხუმში

გამოქვეყნდა:

საპროტესტო აქციის მონაწილეები ე.წ სამთავრობო კომპლექსის ალყაში მოქცევას ცდილობენ. აფხაზეთის "ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები" აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ე.წ შს მინისტრი და ე.წ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აქციაზე გავიდნენ და პირობას იძლევიან, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ასლან ბჟანიას გადასცემენ. 

 იქამდე კი, ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. პარლამენტთან იყო სროლა. გარდა ამისა, "სამართალდამცველებმა" მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 

დაახლოებით ერთი საათის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ე.წ პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილები, რკინის ღობის დაზიანება და ე.წ პარლამენტის ეზოში შეჭრა შეძლეს. აქციის მონაწილეებსა და ძალოვნებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტში სესია, რომელზეც ინვესტიციების შესახებ "აფხაზურ-რუსული შეთანხმების რატიფიცირების" საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდო.  ე.წ პარლამენტის წევრებმა დღის წესრიგი არ დაამტკიცეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ არ გადაიდოს სესია და ე.წ. დეპუტატებმა "კანონის" წინააღმდეგ მისცენ ხმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი