Bloomberg: ოლაფ შოლცსა და ვლადიმერ პუტინს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგება

გამოქვეყნდა:

დღეს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი Bloomberg-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ ლიდერებმა ბოლოს 2022 წლის დეკემბერში ისაუბრეს. 

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბაერბოკმა გასულ თვეს თქვა, პუტინი არ იყო მზად შოლცთან უკრაინაში მშვიდობის დამყარებაზე ესაუბრა, რის გამოც მან რუსეთის პრეზიდენტი გააკრიტიკა. 
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი