მასშტაბური პროტესტი დროებით ოკუპირებულ სოხუმში | აქციის მონაწილეებმა სამთავრობო შენობები დაიკავეს

გამოქვეყნდა:

სახალხო მღელვარება დროებით ოკუპირებულ სოხუმში სულ უფრო მწვავე ხდება. სპეცდანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზსა და სხვა სპეციალურ საშუალებებს იყენებს, ისმის სროლის ხმაც.

მიუხედავად წინააღმდეგობისა, ოპოზიციამ და მხარდამჭერებმა რამდენიმე ე.წ. სამთავრობო შენობის ბლოკირება მაინც მოახდინეს. მომიტინგეები შეიჭრნენ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტში, დაიკავეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობები და ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას სამუშაო კაბინეტში.

ისინი ე.წ. სამთავრობო შენობების დატოვებას მოთხოვნების დაკმყოფილებამდე არ აპირებენ. ულტიმატუმის წაყენების პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. სპიკერი ლაშა აშუბა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში მოსალაპარებლად შევიდა, თუმცა ვისთან ან რა საკითხზე, დეტალები უცნობია.

ხალხი სოხუმში ე.წ. პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს. ვითარება დღეს მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ კენჭისყრა ჩაიშალა და სესია გადაიდო. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი