Reuters: ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინთან შოლცის საუბარი შეამცირებს რუსეთის პრეზიდენტის იზოლაციას და გაახანგრძლივებს ომს უკრაინაში

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სატელეფონო საუბარ შეამცირებს რუსეთის პრეზიდენტის იზოლაციას და გაახანგრძლივებს ომს უკრაინაში, - ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი პრეზიდენტის ოფისიდან ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების თანახმად, შოლცმა წინასწარ აცნობა ზელენსკის, რომ აპირებდა საუბარს პუტინთან. თუმცა, ზელენსკიმ გააფრთხილა, რომ ეს ზარი დაეხმარებოდა პუტინს იზოლაციის შემცირებაში.

"პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ დაეხმარება პუტინს, შეამცირებს მის იზოლაციას. პუტინი არ ეძებს რეალურ მშვიდობას, მას სურს შესვენება. საუბარი პუტინს მისცემს შესაძლებლობას შეცვალოს სცენარი და გააგრძელოს ომი. ეს არ მოიტანს მშვიდობას, რადგან პუტინი გაიმეორებს ტყუილებს, რომლებსაც წლებია ამბობს და იგრძნობს, რომ ის აღარ არის იზოლირებული", – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წყარომ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი