დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია გადადგომის მოთხოვნას დათანხმდა

გამოქვეყნდა:

გავრცელებული ინფორმაციით, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგომის მოთხოვნას დათანხმდა.

სოხუმში ე.წ. პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ და ამ მოთხოვნით აქციის მონაწილეებმა ე.წ. სამთავრობო შენობები, მათ შორის ბჟანიას სამუშაო კაბინეტი დაიკავეს. ვითარება დღეს მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ კენჭისყრა ჩაიშალა და სესია გადაიდო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი