"აფხაზეთის ხელისუფლება, პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერი და მთელი გუნდი ადგილზეა და აგრძელებს მუშაობას" | ბჟანია გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

გამოქვეყნდა:

"აფხაზეთის ხელისუფლება, პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერი და მთელი გუნდი ადგილზეა და აგრძელებს მუშაობას", - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია საუბრობს და გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

"ძვირფასო კოლეგებო. დღევანდელი დღის მოვლენებმა მორიგ ჯერზე ჩვენი რესპუბლიკა დიდი პრობლემების წინაშე დააყენეს. აფხაზეთის მთავრობა, პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და მთელი გუნდი იმყოფება აფხაზეთში ადგილზე და გააგრძელებენ მუშაობას. ამიტომ, გთხოვთ, პროვოკაციებს არ აყვეთ. მე აქ ვარ, აფხაზეთში და გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ გავაძლიერებთ ძალებს, რომ აღვკვეთოთ ეს მოვლენები. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

 შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბჟანია გადადგომის მოწოდებას დათანხმდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი