ვაფრთხილებთ რეჟიმს, დავით კირთაძემ მთელი ქვეყნის სათქმელი თქვა; მასზე ნებისმიერი შურისძიება, არის თავდასხმა საქართველოს ყველა მოქალაქეზე | ბოკუჩავა

გამოქვეყნდა:

ვაფრთხილებთ რეჟიმს, სანქცირებულ "ხარებას" და მის ჯალათებს, დღეს დავით კირთაძემ მთელი ქვეყნის სათქმელი თქვა ამ საპროტესტო აქტით და მასზე ნებისმიერი სამართლებრივი თუ ფიზიკური შურისძიება, ან თავდასხმა, არის თავდასხმა საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ვისაც ივანიშვილის დაკვეთით კალანდარიშვილმა მოპარა არჩევანი - განაცხადა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა და პარტიის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საგანგებო ბრიფინგზე.

ენმ-ის შეფასებით, კირთაძის დღევანდელი ქმედება, იყო საპროტესტო აქტი, ხოლო სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს, აბსურდული ქმედება. შედარებისთვის, ბოკუჩავამ დღევანდელ ბრიფინგზე გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე, სპეცრაზმელების მიერ ნაცემი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების ფოტოები წარადგინა - ლევან ხაბეიშვილის, დავით ქაცარავას, გია ჯაფარიძის, დიმა ჩიქოვანის, რომლებზეც ამ დრომდე არავის უგია პასუხი. 

"კალანდარიშვილმა დღეს შავი მელანი ჩამოირეცხა, მაგრამ ვერასდროს ჩამოირეცხავს არჩევნების გაყალბების დანაშაულს და აუცილებლად წარსდეგბა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე" აღნიშნა ბოკუჩავამ.

მან კირთაძეს სიმართლისა და გამბედაობისთვის მადლობა გადაუხადა.

იხილეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი