"ეს იყო გულწრფელი პროტესტი...ზუსტად ასე იყო თვალახვეული და ვერ ხედავდა დარღვევებს" | კირთაძე კალანდარიშვილზე

გამოქვეყნდა:

ეს იყო გულწრფელი პროტესტი, რომელიც გამოვხატე კალანდარიშვილის მიმართ. ეს იყო სოლიდარობა იმ ქართველი ხალხის მიმართ, რომლებმაც  ხმა დაკარგეს - განაცხადა ცესკოს ენმ-ის წევრმა დავით კირთაძემ დღევანდელ მის ქმედებასთან დაკავშირებით. კირთაძის თქმით, ზუსტად ასე თვალახვეული იყო კალანდარიშვილი საარჩევნო დარღვევებისა და არჩევნების გაყალბების მიმართ: 

"თქვენ ნახეთ თვალახვეული კალანდარიშვილი, რომელიც მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში დიახ, ზუსტად ასე იყო თვალახვეული და ვერ ხედავდა, ვერც დარღვევებს, იმ ცემა-ტყეპას, იმ დაშინებას, იმ მოსყიდვას, რაც არჩევნების პროცესში მიმდინარეობდა. ამიტომ, მე, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ რომ დღეს ზუსტად არის ბრძოლის დრო, რომ  საქართველო გარუსებისგან გადავარჩინოთ" აღნიშნა კირთაძემ. 

რაც შეეხება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, კირთაძის შეფასებით, ეს დაშნების მცდელობაა - "პასუხს ვაგებ ყველაფერზე, მზად ვარ ვუპასუხო მათ შეკითხვებს" - აღნიშნა კირთაძემ.  

იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი