ლიეტუვის პარლამენტის ვიცესპიკერმა ჟიგიმანტას პავილიონისმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. ევროპელი პოლიტიკოსი ოცნების პრორუსულ პოლიტიკას უსვამს ხაზს და ივანიშვილის გუნდის კონსპირაციებს ეხმაურება ე.წ გლობალური ომის პარტიასთან დაკავშირებით და აცხადებს რომ ასეთი მხოლოდ რუსეთშია. პავილიონისი ქართველი ხალხის დასავლურ მისწრაფებებს მხარდაჭერას უცხადებს და მოპარული არჩევნების გამო ქართული ოცნების პასუხისმგებლობის საკითხზე მიუთითებს.
"იბრძოლეთ, იმიტომ რომ თუ ამას არ გააკეთებთ 100 %-ით ტყვეობაში აღმოჩნდებით, გაიღვიძებთ ბელარუსის ტიპის საკანში. გარეთ ჩვენ ვართ, ქვეყნის შიგნით კი ვხედავ ახალგაზრდა თაობას, შესანიშნავები არიან. გარკვეულის სახის ერთიანობა იქმნება ოპოზიციაში. ერთიანობა არის საუკეთესო წამალი და მე ვხედავ აქ ამის ნიშნებს. მე ვხედავ ბრწყინვალე სამოქალაქო საზოგადოებას. ანალიტიკურ ცენტრებს, რომელიც
ჩვენს ცენტრებსაც სჯობს. არ არსებობს ევროკავშირში შესვლის ორბანისეული გზა, არსებობს მხოლოდ ბალტიის და პოლონეთის გზა. მოიწესრიგეთ თავი, ჩვენ დაგიცავთ ყველაფრით რაც გაგვაჩნია.
დროა გაიგოთ, რომ ომის პარტია პავილიონისი და კოლექტიური კუბილიუსი კი არ არის, არამედ ომის პარტია მოსკოვშია. მაგრამ ქართული ოცნება ორუელისეული საზოგადოების მსგავსად ცდილობს, რომ სიმართლე ტყუილად და ტყუილი სიმართლედ გაასაღოს. ეს ძალიან საბჭოურია. " - განაცხადა პავილიონისმა.