ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხზე ხვალ, 18 ნოემბერს იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, ხვალ, 18 ნოემბერს საქართველოში არსებულ ვითარებაზე  იმსჯელებენ. საქართველო დღის წესრიგში მეორე საკითხი იქნება უკრაინის შემდეგ.

განიხილება დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ნაბიჯებს, რაც საქართველოს მიმართ განხორციელდება. მათ შორის დაფინანსების შეწყვეტა და მაღალი დონის შეხვედრების შეჩერება, ხოლო იმ შემთხვევაში - თუ ქვეყანაში სიტუაცია გაუარესდება, დაწესდება ინდივიდუალური სანქციები, მოხდება ვიზების შეჩერება დიპლომატური პასპორტებისთვის, ასევე სამხედრო დახმარების შემცირება, შეწყდება უვიზო მიმოსვლა და შეჩერდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.

1-ელი დეკემბრიდან მუშაობას იწყებს ახალი ევროკომისიაც, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და თავდაცვის კომისარი ანდრიუს კუბილიუსი, საქართველოს თემატიკასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრები არიან.

ასევე სიახლეა, რომ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე საქართველოს საკითხზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა.

"ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს საკითხზე მუდმივ მომხსენებლად დანიშვნა. დღეს გადამწყვეტი მომენტია საქართველოსთვის. მზად ვარ ვიმოქმედო ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ვინც დემოკრატიული ფასეულობების ერთგულია და მხარი დავუჭირო ქართველი ხალხის მისწრაფებებს," - აცხადებს ევროპარლამენტარი რასა იუნკევიჩიანე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი