ირაკლი კობახიძემ დღეს ფოთში თევზსაჭერი ლიცენზიის მფლობელი გემები დაათვალიერა და ლიცენზიის მფლობელებს შეხვდა. თევზჭერის ლიცენზიას ხუთი კომპანია ფლობს: „ზღვის პროდუქტები“; „პალიასტომი 2004“; „გეოფიშ კომპანი“; „აისბერგი 2“; „მბმ“. კომპანიები ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველები არიან. მთლიანობაში მათ 1 177 000 ლარი აქვთ შეწირული ოლიგარქის პარტიისთვის.
შპს ზღვის პროდუქტები 300 000 ლარი
შპს პალიასტომი 2004 - 100 000 ლარი
შპს გეოფიშ კომპანი - 290 000 ლარი
შპს აისბერგი - 487 000 ლარი