ტრამპი და ფაშინიანი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ - სომხური მედიის ინფორმაციით, რომელსაც ის პრემიერმინისტრის აპარატზე დაყრდნობით ავრცელებს, მხარეებს შორის საუბარი სომხეთსა და აშშ-ს შორის არსებულ ურთიერთობებს შეეხო, ასევე, განიხილეს რეგიონულ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები.

მედია წერს იმასაც, რომ ფაშინიანმა ტრამპს არჩევნებში გამარჯვებაც მიულოცა. 

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი