ზელენსკი მომავალ კვირას უკრაინელებს "მდგრადობის გეგმას" წარუდგენს | The Times

გამოქვეყნდა:

The Times-ის ინფორმაციით, მოკავშირეებისთვის "გამარჯვების გეგმის" წარდგენის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას უკრაინელ ხალხს "მდგრადობის გეგმას" წარუდგენს.

The Times-ის ცნობით, ხსენებული გეგმა 10 პუნქტისგან შედგება და მისი მიზანი მოსახლეობის მორალური მხნეობის ამაღლება, ასევე იმის ჩვენებაა, რომ უკრაინა ბრძოლას აშშ-ის დახმარების გარეშეც შეძლებს, თუ ახლადარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მხარდაჭერას შეამცირებს.

"ეს არ არის გამარჯვების გეგმა, რომელიც უცხოელ პარტნიორებს წარვუდგინეთ, არამედ გეგმაა ჩვენი საზოგადოებისთვის - საუბარია ჩვენი ეკონომიკის მობილიზაციაზე და ასევე საზოგადოებრივ განწყობაზე", - განმარტა ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

Times-ი წერს, რომ "მდგრადობის გაუმჯობესების" გეგმა გვიჩვენებს, თუ როგორ შეარჩევს უკრაინა ინვესტიციებს და როგორ იმუშავებს ენერგეტიკული სექტორი ზამთრის პირობებში, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე.

"ქვეყნის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ ნათლად უნდა ვაჩვენოთ, თუ როგორ მივიღებთ პრიორიტეტულ ინვესტიციებს ინდუსტრიაში, როგორ იფუნქციონირებს ენერგეტიკის სექტორი, როგორ გავაძლიერებთ ჯარის მობილიზაციას, გავაძლიერებთ ფიზიკურ თავდაცვას - ეს ყველა საკითხი მგრძნობიარეა", - ამბობს პოდოლიაკი.

The Times-ი იტყობინება, რომ ხელისუფლებას სურს იარაღის წარმოების გაზრდა, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში დასავლურ იარაღზე დამოკიდებულება შეამციროს. ასევე, სურთ დინამიკური სარაკეტო თავდაცვის დამონტაჟება და თავშესაფრებით მოსახლეობის უზრუნველყოფა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი