დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიის ახალი ეტაპი | ვითარება და ბოლო ცნობები

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული პროცესები პირდაპირ კავშირშია რუსეთის გეგმებთან, რომელიც უკვე დაუფარავად იწყებს რეგიონის ანექსიას. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტი დათანხმდა გადადგეს, თუმცა მან ოპოზიციას თავისი მოთხოვნებიც წაუყენა, რაც დაკავებული სამთავრობო შენობების დაუყოვნებლივ დაცლას გულისხმობს. ოპოზიციისა და მოსახლეობის პროტესტი კი მოჰყვა რიგით მეექვსე საკანონმდებლო აქტს, რომელიც პირდაპირ კრემლის ინტერესებს ემსახურება. ამჯერად საუბარია კანონზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონში ბიზნესის დაწყების შემთხვევაში შეღავათებს უწესებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი