ხერსონში, ოკუპანტების დრონებით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

გამოქვეყნდა:

ხერსონში, რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ინფორმაციას ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციას ხელმძღვანელი, რომან მროჩკო ავრცელებს.

მროჩკოს ცნობით, თავდაპირველად ე.წ. დრონებით თავდასხმა ხერსონის დნეპროვსკის რაიონში მოხდა, რა დროსაც 2 ადამიანი - 58 წლის კაცი და 51 წლის ქალი დაიღუპა. მოგვიანებით კიდევ ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი. კიდევ 4 ადამიანი ნაღმის აფეთქების შედეგად დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოკუპანტებმა კიდევ ერთ რაიონში ცეცხლი ავტობუსს გაუხსნეს, თუმცა თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი