აშშ-ის შემდეგ, უკრაინას რუსეთის სიღრმეში შორი რადიუსის რაკეტებით დარტყმის უფლება საფრანგეთმა და ბრიტანეთმაც მისცეს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის შემდეგ, უკრაინას, რუსეთის სიღრმეში შორი რადიუსის იარაღით, მათ შორის, SCALP-ისა და Stom Shadow-ს რაკეტებით სროლის უფლება საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმაც მისცეს. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად მისცა უფლება, რუსეთის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები გამოიყენოს.

 

ცნობისთვის, რაკეტების, როგორც ტაქტიკური სარაკეტო სისტემების შორ მანძილზე გამოყენების უფლება, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალების ფრონტზე დამატებას მოჰყვა. 

"მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი