საქართველო ეკონომიკური კატასტროფის წინაშე | რა უნდა გააკეთოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის გადასარჩენად 

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" იზოლაციონიზმის პოლიტიკა საქართველოს ეკონომიკას სრული კატასტროფით ემუქრება. ოქტომბერში, ივანიშვილის ანტიდასავლური პოლიტიკის გამო უკვე მნიშვნელოვნად გაზიანებული ეკონომიკური ფაქტორების დასაბალანსებლად ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან 630 მილიონი დოლარი გაყიდა, რომლის მსგავსიც არასდროს ყოფილა. ეროვნული ბანკის მოტივაცია გასაგებია, ის პოლიტიკურ დაკვეთას დაექვემდებარა და რეზერვის გაუმართლებელი ხარჯვით შეეცადა კურსს არ შეტყობოდა ის პრობლემები, რომელიც "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგად ქვეყანას უკვე დაუდგა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი პრობლემისა, რომლიც წინაშეც ივანიშვილის გადაწყვეტილებები ამ ქვეყნის მოქალაქეებსა და მათი ოჯახების კეთილდღეობას აყენებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი