"ივანიშვილისგან მოგვაწოდეს სიგნალი, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან... ნულოვანი შანსი მასთან მოლაპარაკების. მხოლოდ ახალი არჩევნები" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"ივანიშვილისგან მოგვაწოდეს სიგნალი, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან... ნულოვანი შანსი მასთან მოლაპარაკების. მხოლოდ ახალი არჩევნები", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია TV პირველის ეთერში საუბრობს. ამბობს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ წარმომადგენლებს დაუკავშირდა ოლიგარქი ივანიშვილის წარმომადგენელი და ერთგვარი მოლაპარაკება შესთავაზა, რაზეც მათგან ცალსახა უარი მიიღო.

"...ბატონ კობახიძეს მოვუყვებით, როგორ გამოდიან მოლაპარაკებაზე ბიძინა ივანიშვილისგან ჩვენთან პირადად იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება და რაღაცნაირად ისაუბრებს, დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან "ქართულ ოცნებასთან". ახლა კობახიძეს სანამ არ მობეზრდება, იქამდე ატაროს მთავრობის სხდომები. რა თქმა უნდა, მოლაპარაკება "ქართულ ოცნებასთან" არ იქნება. მოლაპარაკება იქნება ერთადერთ საკითხზე, ეს არის ხელახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. კობახიძე არავის არ აღელვებს. 

[...]

სიგნალი ამ ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა. მოგვაწოდეს ეს სიგნალი ბიძინა ივანიშვილისგან, ოღონდ ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და პასუხიც იყო აბსოლუტურად ცალსახა - არავითარი ინტერესი ჩვენ არ გაგვაჩნია იმასთან დაკავშირებით, ვის რას სთავაზობს ბიძინა ივანიშვილი. ერთადერთი საკითხია მოლაპარაკებისთვის ახალი არჩევნები. [საუბარია], რაღაცა ფორმით მაინც შედგეს თანამშრომლობა. არავითარი თანამშრომლობა არ შედგება. 

კობახიძე და მისი გუნდი როგორც არ არსებობენ, ისე არ იარსებებდნენ... ეს არის ივანიშვილის ტექსტი და აქედან ღიად ვუთვლი მას - არავითარი საუბარი მასთან არ იქნება. ერთადერთი საკითხი, რაც შეიძლება გადაწყდეს, ეს არის ხელახალი არჩევნები. კობახიძე ჩვენთვის არ წარმოადგენს არაფერს... ნულოვანი შანსი ივანიშვილთან მოლაპარაკების. მხოლოდ ახალი არჩევნები!", - განაცხადა ნიკა გვარამიამ TV პირველის ეთერში.

უწყვეტი პროტესტი თბილისში | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი