"აქ თითოეულ მოქალაქეს აქვს გაცნობიერებული, რომ ის იბრძვის საქართველოსთვის, ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე" | უწყვეტი აქციის მონაწილეები პროტესტს აგრძელებენ

გამოქვეყნდა:

დედაქალაქში დაუმორჩილებლობის მოძრაობა დაიწყო. "კოალიციამ ცვლილებებისთვის" გუშინ საღამოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან უწყვეტი პროტესტი დაიწყო. ადგილზე გაშალეს კარვები. პროდასავლური ოპოზიციის ლიდერებმა, სამოქალაქო სექტორმა, აქტივისტებმა, საზოგადოებამ ღამე უნივერსიტეტთან არსებულ გზაჯვარედინზე გაათენეს. ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობის პირველი ლოკაცია, დღეს საღამოს 8 საათის შემდეგ "კოალიცია ცვლილებისთვის" სამოქმედო გეგმის ახალ დეტალებს გამოაცხადებს.

"განწყობა მთელი ღამის განმავლობაში იყო ძალიან მხნე, ძალიან მაღალი, ვინაიდან აქ თითოეულ მოქალაქეს აქვს გაცნობიერებული, რომ ის იბრძვის საქართველოსთვის, მისი სამშობლოსთვის, ის იბრძვის დემოკრატიისთვის ამ ქვეყანაში. ეს ბრძოლა გაგრძელდება სანამ გამარჯვებამდე არ მივალთ," - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა წევრი მარიკა არევაძე.

ფოტო: Mo Se

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი