ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს, 18 ნოემბერს საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. მინისტრების სხდომა ბრიუსელის დროით 09:30 საათზე დაიწყება, საქართველო დღის წესრიგში მეორე საკითხი იქნება უკრაინის შემდეგ.
განიხილება დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ნაბიჯებს, რაც საქართველოს მიმართ განხორციელდება. მათ შორის დაფინანსების შეწყვეტა და მაღალი დონის შეხვედრების შეჩერება, ხოლო იმ შემთხვევაში - თუ ქვეყანაში სიტუაცია გაუარესდება, დაწესდება ინდივიდუალური სანქციები, მოხდება ვიზების შეჩერება დიპლომატური პასპორტებისთვის, ასევე სამხედრო დახმარების შემცირება, შეწყდება უვიზო მიმოსვლა და შეჩერდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.