აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია დღეს შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს | შენობასთან პოლიციაა მობილიზებული

გამოქვეყნდა:

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია დღეს   არჩევნების შედეგებს შეაჯამებს.  სხდომა 12 საათზე გაიმართება. როგორც ცნობილია, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც იმართებოდა.  არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხელს დღეს მოაწერს. სხდომა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა უსკოს შენობასთან შსს-მ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა და პოლიცია ჩააყენა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი