"მომავალ ორშაბათს საქართველოს პარლამენტს წარედგინება მთავრობის შემადგენლობა ნდობის გამოსაცხადებლად" | ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის მიუხედავად,  ოლიგარქიული რეჟიმი პარლამენტის შეკრებას და მთავრობის შემადგენლობის წარდგენას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 25 ნოემბერს პარლამენტს წარედგინება მთავრობის შემადგენლობა ნდობის გამოსაცხადებლად.

"მომავალ ორშაბათს საქართველოს პარლამენტს წარედგინება მთავრობის შემადგენლობა ნდობის გამოსაცხადებლად. აქედან გამომდინარე მე მინდა ვთხოვო ყველა სამინისტროს დავიწყოთ მუშაობა სამთავრობო პროგრამის საბოლოო დაზუსტებაზე. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად ჩვენ უნდა წარვუდგინოთ პარლამენტს სამთავრობო პროგრამაც." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი