შევთავაზებ საგარეო საქმეთა მინისტრებს, შეწყდეს იმ პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებითაც საქართველოს მთავრობა ფინანსდება | ბორელი

გამოქვეყნდა:

რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიება, რაც მოხდა ის უნდა იყოს სრულად შეფასებული. არ შეიძლება თქვა არჩევნები არ იყო სამართლიანი და ის არ გამოიძიო. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, ნათელი მოჰფინოს ყველაფერს, რასაც ითხოვს ხალხი, უნდა იყოს ანგარიშვალდებულება - ეს განცხადება  საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა სამიტის დაწყების წინ გააკეთა და აღნიშნა, რომ საჭიროა 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო გამოძიება.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ის დააყენებს ინიციატივას საქართველოს მთავრობისთვის ევროკავშირის დაფინანსების შეწყვეტისა და ამ თანხების სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადაცემის თაობაზე: 

"დღეს საქართველოს, რა თქმა უნდა, განვიხილავთ და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. მე შევთავაზებ საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომ შეწყდეს იმ პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებითაც საქართველოს მთავრობა ფინანსდება. 100 მილიონ ევროზე მეტი იქნება გაყინული და ნაცვლად მთავრობის დაფინანსებისა, ეს თანხა გაუნაწილდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ანუ, ამ 100 მილიონ ევროს ავიღებთ და მივცემთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც იბრძვიან სამართლიანი არჩევნებისთვის. საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, მაგრამ ქართველ ხალხს დახმარებას კვლავაც გავუწევთ." განაცხადა ბორელმა

"ნათელია, რომ საქართველოს მმართველი პარტია არ აპირებს, ქვეყანა წაიყვანოს ევროინტეგრაციის გზით, როგორც ამას თავის ხალხს პირდება. თუმცა, ამავე დროს ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ქართველ ხალხს. ჩვენ გვაქვს მხედველობაში რამდენიმე ნაბიჯი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მაგრამ ასევე უნდა ვიცოდეთ, როგორ ნაბიჯებს ხედავენ საქართველოში. არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი."განაცხადა სამიტის დაწყებამდე მედიასთან კომენტარში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ 

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხზე იმსჯელებს. პარალელურად, ოთხმა პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ  - "კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა", "ძლიერი საქართველო" და "გახარია საქართველოსთვის"  ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა  მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ისტორიულ ბრძოლას დემოკრატიის გადასარჩენად.

ხელმომწერები ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებენ, შეჩერდეს ყველანაირი პოლიტიკური კომუნიკაცია მოქმედ მთავრობასთან, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომები გაუქმდეს, შეჩერდეს მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი და ასევე, შეჩერდეს უშუალოდ ის ფინანსური დახმარება, რომელსაც ევროკავშირი მთავრობას უწევს.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი