"ევროკავშირი ყოველთვის არის თავისუფლების მხარეს და ამიტომ მხარს უჭერს ქართველ ხალხს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ სერიოზული ბრალდებებით, რომლებიც ისმის არჩევნებთან დაკავშირებით. მე ვიცი, რომ ეუთო ყურადღებით მუშაობს თავის დასკვნაზე და ჩვენ მოვუწოდებთ, რომ მართლაც დეტალურად იქნას გაანალიზებული ყველა არსებული მონაცემი. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში არა მხოლოდ არჩევნების პრობლემაა, არამედ უფრო ფართო დემოკრატიულ უკუსვლას აქვს ადგილი და ამ ვითარებაში ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარესაა."
განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენიმ.