"ვეძებთ კრიზისიდან გამოსავალს" | ოპოზიციის კონსულტაციები პრეზიდენტთან

გამოქვეყნდა:

ორბელიანების სასახლეში კონსულტაციები გრძელდება. პრეზიდენტის შეხვედრა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. იქამდე კი ქვეყანაში არსებული ვითარება სალომე ზურაბიშვილმა "ძლიერი საქართველოსა" და "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებთან განიხილა: 

"პრეზიდენტის როლი არაღიარების საქმეში არის გადამწყვეტი, მისი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ ვართ მუდმივ კოორდინაციაში, არაფერი კონკრეტული დეტალური სიახლე ამ ეტაპზე სათქმელი არ გვაქვს, მაგრამ  მნიშვნელოვანია, რომ ყველა აქტორი, პარტნიორები, საზოგადოება პოლიტიკური პარტიები ვართ მუდმივ კოორდინაციაში როგორ უნდა გადაიჭრას კრიზისი და ვეძებთ ამ კრიზისიდან გამოსავალს." განაცხადა შეხვედრის შემდეგ ელენე ხოშტარიამ. 

საკუთარ პოზიციას სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას დღეს, ბრიფინგზე გააცნობს. ამ ეტაპზე უცნობია, რომელ საათზე გააკეთებს პრეზიდენტი განცხადებას. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი