ქართველ ხალხს, მე მინდა გავუმეორო ის, რაც ვთქვი, როცა ვიყავი გასულ წელს ჩამოსული საქართველოში: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია დარჩება, მაგრამ ხელისუფლების კურსი, როცა საუბარია კანონის უზენაესობის პატივისცემაზე და ძირითად პრინციპებზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, აშორებს საქართველოს მისი ევროინტეგრაციისგან.
განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ.