ომბუდსმენთან არსებულ საბჭოს ერთ-ერთი წევრი ლევან იოსელიანის განცხადებების გამო ტოვებს

გამოქვეყნდა:

ომბუდსმენთან არსებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს ერთ-ერთი წევრი, გია კაკაჩია ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და განმარტა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებების გამო მიიღო.

„ვთვლი, რომ სახალხო დამცველის ბოლო განცხადებები, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა უფლებების მასიურად დარღვევასთან და თანმდევ პროცესებთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება სახალხო დამცველის მანდატს, ახდენს ინსტიტუტის დაკნინებას და ხელს უშლის შშმ პირების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეფექტური და სრულყოფილი მონაწილეობის უზრუნველყოფას.

მიმაჩნია, რომ ხსენებულ ინსტიტუტთან თანამშრომლობა ამ სახალხო დამცველის დროს, რომელიც არ ასახავს მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესებს, ჩემი მხრიდან მიუღებელი და მიზანშეუწონილია“, - წერს კაკაჩია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი