RBC-Ukraine: უკრაინამ პირველად დაარტყა რუსეთს ამერიკული ATACMS-ის რაკეტებით, დარტყმა წარმატებული იყო

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ის სისტემის ბალისტიკური რაკეტებით პირველი შეტევა მიიტანეს, სამიზნე წარმატებით განადგურდა - ინფორმაციას გამოცემა RBC-Ukraine ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, ერთი დღით ადრე  გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევს რუსეთის სიღრმეში მდებარე სამხედრო სამიზნეებზე, ამერიკული რაკეტების გამოყენების უფლება მისცა. თუმცა, ვაშინგტონს ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად არ გამოუცხადებია და არც უკრაინაში დაუდასტურებიათ.

RBC-Ukraine-ის წყარო კი აცხადებს, რომ თავდასხმა ბრიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩევის მახლობლად, სამხედრო ობიექტზე მოხდა.

„მართლაც, ATACMS პირველად გამოიყენეს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის. დარტყმა განხორციელდა ბრიანსკის ოლქის ობიექტზე, დარტყმა წარმატებული იყო“, - ციტირებს გამოცემა წყაროს.

კარაჩევი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 130 კილომეტრში მდებარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი