არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა ბოლო 2 თვეში ქარელის ორ სოფელში, უკანონო სამუშაოები ხუთჯერ განაახლეს | სუს-ი დუმს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს ისევ მალავენ. არსებული ინფორმაციით, რუსმა ფორმიანებმა ბოლო 2 თვის განმავლობაში, ქარელის ორ სოფელში, უკანონო სამუშაოები ხუთჯერ განაახლეს.

კოდასა და დვანში დამონტაჟებულია ახალი სათვალთვალო კამერები, ძელები და განახლებულია მავთულხლართები. უსაფრთხოების სამსახურს კი ამ თემაზე არცერთი განცხადება არ გაუვრცელებია. გარდა ბორდერიზაციისა,ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცების 6 ფაქტს. ამ დროისთვის, ცხინვალის ციხეში სულ 9 მოქალაქე იმყოფება. მათ გათავისუფლებას სუს-მა ერგნეთის დღევანდელ შეხვედრაზე მოითხოვს.

მოლაპარაკებების დაწყებამდე განცხადება გააკეთა ირაკლი ანთაძემ:

"ჩვენი თანამოქალაქე იმყოფება პატიმრობაში და დღევანდელი შეხვედრის მთავარ საკითხს წარმოადგენს უკანონო პატიმრობიდან ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება, ვინაიდან ყოველგვარ ლოგიკურ მიჯნას გადასცილდა დაუსაბუთებელი ბრალდებების საფუძველზე, ხანგრძლივ უკანონო პატიმრობაში ადამიანების ყოფნა. ამჟამად, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი არ მიმდინარეობს, მაგრამ თითოეულ მათგანზე გააქტიურდა ცხელი ხაზი, თითოეულ მათგანზე რეალურ დროში მიეწოდა ინფორმაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს," - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი