"7 საათზე გვინდა ხალხის მაქსიმალური კონცენტრაცია" | ოპოზიციის გეგმა საღამოს გახდება ცნობილი

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის გეგმა შემუშავებულია და მოსახლეობას საღამოს 7 საათზე გააცნობენ - განცხადება ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ "მთავარი არხის" ეთერში გააკეთა და მხარდამჭერებს მელიქიშვილის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდა: 

"აქ ვდგავართ, ფეხს არ მოვიცვლით აქედან. 7 საათზე გვინდა ხალხის მაქსიმალური კონცენტრაცია და კონკრეტულ სცენარს დღის, საზოგადოებას გავაცნობთ ადგილზე". განაცხადა ხოშტარიამ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პროტესტი არ შეწყდება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი