კალაძეს EU-ს ტექნიკურ მისიასთან თანამშრომლობის "სრული მზადყოფნა" აქვს, მდინარაძე "მოგონილს" უწოდებს | ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები "ოცნებაში"

გამოქვეყნდა:

კახა კალაძე ამტკიცებს, რომ სრული მზადყოფნა აქვთ ევროკავშირის "ტექნიკურ მისიასთან" ითანამშრომლონ - "რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა, არანაირი პრობლემა არ არის"  - ამბობს თბილისის მერი.

მისივე თანაპარტიელ მდინარაძეს კი განსხვავებული პოზიცია აქვს და ამ მისიას "მოგონილს", "არაკონსტიტუციურსა" და "კვაზი ორგანოს" უწოდებს - "რაღაცა კვაზი ორგანოები, რომელიც შეიძლება შეიქმნას, საგამოძიებო ფუნქციას ვერ შეიძენს" - თქვა დღეს მდინარაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხი განიხილეს და ცნობილი გახდა, რომ საქართველოში "ტექნიკურ მისიას" გამოგზავნიან.

როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განმარტა, მისიის მიზანია მომხდარი მოვლენების ადგილზე შესწავლა. ჯერჯერობით დეტალები, თუ რა მანდატი ექნება  მისიას უცნობია, თუმცა მთავარი ფოკუსი ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე იქნება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი