აჭარა შეზღუდვების პირველ დღეს - რეგიონში კორონავირუსის 166 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო  წითელ ზონად გამოცხადებულ აჭარაში დღეიდან, 26 სექტემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. რეგიონში სრულად აკრძალა საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება. რესტორნები და კვების ობიექტები მუშაობას 10 საათზე დაამთავრებენ.

ჯერ უცნობია როდემდე იმოქმედებს რეგიონში შეზღუდვები, რადგან აჭარა ინფიცირების მაჩვენებლით ქვეყანაში ისევ პრიველ ადგილზე რჩება.

ბათუმის ავტოსადგურში მომუშავე მძღოლები ამბობენ, რომ შეზღუდვების გამო მათ ერთადერთი შემოსვალის წყარო დაკარგეს. 

მთელი აგვისტო არაფერი იყო და ახლა დამთავრდა სეზონი და ყველაფერი. მითუმეტეს არჩევნებია. გაგავჩერეს, დაგვტოვეს მშიერი, როგორ უნდა გავისტუმროთ ბანკები. ვინ წავა ამხელა ჯარიმების ფონზე, - ამბობს მძღოლი.

რაც შეეხება ეპიდსიტუაციას, რეგიონში დღეს, 26 სექტემბერს 166 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სტაციონარში მკურნალობს 484 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 40 არასრულწლოვანი და 14 ორსული.

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება. რეგიონში მობილიზებულია 600 საწოლი.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გამოჯანმრთელდა 60 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 4 960;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 819;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 26
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 390
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 640
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი