ძალადობა მედიაზე | დამტვრეული კამერა და ფიზიკური ანგარიშსწორება "მთავარი არხის" ოპერატორზე

გამოქვეყნდა:

რეჟიმის ძალოვნებმა "მთავარი არხის" ოპერატორი  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, დააკავეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. სერგი ბარამიძე ამ დროს პოლიციელების მხრიდან მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ძალადობას იღებდა და თავად გახდა ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე. დაკავების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააზიანეს მთავარი არხის კამერა, თავად ოპერატორი რამდენიმე საათის განმავლობაში სამინისტროს იზოლატორში ჰყავდათ გამოკეტილი. სერგი არ არის მედიის ერთადერთი წარმომადგენელი, რომლის წინააღმდეგაც პოლიციელებმა ძალა გამოიყენეს და ხელი შეუშალეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, რაც დასჯადია და ეს უკანონობა სამინისტროს მაღალჩინოსნების თვალწინ ხდებოდა.
 
ძალადობის კადრები, რომელიც არაერთმა კამერამ დააფიქსირა  კარგად ჩანს თუ  როგორ ცდილობს 20-მდე ძალოვანი, წააქციოს ოპერატორი და რამდენიმე  მას სახეში ურტყამს. სანამ სერგი ბარამიძის კამერა მუშაობდა, დაფიქსირდა, როგორ ცდილობს ჟურნალისტი მოძალადე პოლიციელებისგან ოპერატორის დახსნას.

ბარამიძის დაკავებების დროს "მთავარი არხის" კამერაც დაზიანდა. ოპერატორის  ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას შსს არ ასაჯაროებდა, თუმცა ტელევიზიის კუთვნილი  ჩართვის აპარატის მეშვეობით, რომელიც პოლიციის დაკავების მანქანაში იყო ჩვენ შევძელით დაგვედგინა, თუ სად მიჰყავდათ მთავარი არხის ოპერატორი, აღმოჩნდა რომ  ის შსს-ში  კახეთის გზატკეცილზე მდებარე იზოლატორში გადაიყვანეს. ბარამიძე რამდენიმე საათით იქ  გააჩერეს, შემდეგ კი პოლიციის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

სერგი ბარამიძემ დღევანდელი დღე კლინიკაში გამოკვლევებში გაატარა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურში ის ხვალაა დაბარებული გამოკითხვაზე და ხვალ გადაწყდება, დაწყება თუ არა გამოძიება პოლიციელების წინააღმდეგ. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი