აშშ-მა ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტად ედმუნდო გონსალესი აღიარა

გამოქვეყნდა:

აშშ-მა ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტად ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ედმუნდო გონსალესი აღიარა - განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაავრცელა.

"ვენესუელელმა ხალხმა ხმამაღლა გამოხატა თავისი პოზიცია, 28 ივლისს და ედმუნდო გონსალესი პრეზიდენტად აირჩია. დემოკრატია ითხოვს ამომრჩეველთა ნების პატივისცემას," - დაწერა ბლინკენმა.

გონსალესმა აშშ-ს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატებისგან ეს ჟესტი ვენესუელას ხალხის არჩევანის პატივისცემას გამოხატავს.

"ჩვენ ძალიან ვაფასებთ ვენესუელელი ხალხის სუვერენული ნების აღიარებას. ეს ჟესტი გამოხატავს პატივისცემას ჩვენი ხალხის სურვილისა და მათი სამოქალაქო გმირობისადმი, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ 28 ივლისს," - განაცხადა ედმუნდო გონსალესმა.

28 ივლისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ვენესუელის საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად ისევ ნიკოლას მადურო გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში პროტესტი მოჰყვა. 

ოპოზიციამ არჩევნების შემდეგ ხმის მიცემის ასობით ათასი ქვითარი შეაგროვა და გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ხმების უმრავლესობა [70%-ზე მეტი] არა მადურომ, არამედ გონსალესმა მიიღო.

 

 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი