ირანელი სტუდენტი გოგოს წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა | რეჟიმმა დაადგინა, რომ ის "ავადაა"

გამოქვეყნდა:

სტუდენტი გოგოს წინააღმდეგ, რომელმაც ირანში უნივერსიტეტის წინ პროტესტის ნიშნად ტანსაცმელი გაიხადა, საქმე არ აღძრულა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The times of Israel-ი სასამართლოს სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"იმის გათვალისწინებით, რომ ის საავადმყოფოში გაგზავნეს და დადგინდა, რომ ის ავად იყო, ის გადასცეს მის ოჯახს… და მის წინააღმდეგ სასამართლო საქმე არ აღძრულა," - განაცხადა სასამართლოს სპიკერმა ასგარ ჯაჰანგირმა პრესკონფერენციაზე. 

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში ინტერნეტში გავრცელდა სტუდენტი გოგოს კადრები, სადაც ჩანს, რომ ის თეირანის ისლამური აზადის უნივერსიტეტის წინ ტანსაცმელს იხდის. სტუდენტმა პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სასწავლებლის დაცვამ ის ჰიჯაბის არასწორად ტარებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით,   Amnesty International-მა განაცხადა, რომ ქალი ძალადობრივად დააკავეს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი