ჯარიმა, რომელიც ქაცარავას ცემის შემდეგ დააკისრეს, ისე შევიდა ძალაში, რომ მისთვის არ უცნობებიათ

გამოქვეყნდა:

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა წერს, რომ მისი დაჯარიმების გადაწყვეტილება ძალაში ისე შევიდა, რომ არც ადვოკატს და არც მას არავინ დაკავშირებია. 

საქმე ეხება რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე, სპეცრაზმის მიერ ქაცარავას ცემას, რის შემდეგაც სასამართლომ 2000 ლარით თავად ქაცარავა დააჯარიმა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ გადაწყვეტილება მასთან ფოსტით გააგზავნეს და ახლა კი ის აღსრულების ეტაპზეა.

"დამირეკა ადვოკატმა - გემახსოვრებათ ჩემი ცემის საქმე, რაზეც სასამართლომ დამაჯარიმა 2000 ლარით. 
გადაწყვეტილება ამ ჯარიმასთან დაკავშირებით ფოსტით ფაქტობრივ მისამართზე გამოაგზავნეს - ოღონდ, როგორც აღმოჩნდა, კოდირებულ კარებს მოადგნენ და არც უცდიათ დაკავშირება. არ მოიძებნაო ქაცარავაო. 
მეორე მისამართზეც გააკეთეს ჩანაწერი - იურიდიულზე, სადაც ჩაწერილი ვარ - ის მისამართი უბრალოდ არ იპოვეს.
არც ადვოკატებს დაუკავშირდნენ და არც ჩემთან გადაუმოწმებიათ. 
ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე გამოუქვეყნებიათ სასამართლოს საიტზე.
ისე გააკეთეს, რომ აპელაციის ვადაც დასრულდა და ეს გადაწყვეტილება შევიდა ძალაში. 
ეხლა უნდა გადასცენ აღსრულებას. 
მოკლედ, კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს სასამართლო კი არა, ბიძინას კანტორაა. 
ამაზრზენები ხართ. 
დრონი მეფობენ და არა ქოცები. 
პ.ს. ფოტოს თან ვურთავ, რა საქმეზეც გამასამართლა ამ ქოცბანდამ." წერს ქაცარავა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი