კიდევ ერთხელ ვეუბნები პუტინს: დაასრულე ომი, გადი უკრაინიდან | ბრიტანეთის პრემიერი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი პუტინის მიერ, ახალი ბირთვული დოქტრინის დამტკიცებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "რუსეთისგან უპასუხისმგებლო რიტორიკა ისმის".

"რუსეთისგან უპასუხისმგებლო რიტორიკა ისმის და ეს არ შეაფერხებს ჩვენს მხარდაჭერას უკრაინისადმი... კიდევ ერთხელ ვეუბნები (პუტინს): დაასრულე ომი, გადი უკრაინიდან," - განუცხადა სტარმერმა ჟურნალისტებს G20-ის სამიტზე, ბრაზილიაში.

პუტინის ახალი ბირთვული დოქტრინა ამცირებს ზღვარს, რომლის მიხედვითაც რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს ატომური იარაღი, რათა პასუხი გასცეს "თავდასხმას, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ტერიტორიულ მთლიანობას".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი