როგორ გაგრძელდება პროტესტი? | ოპოზიციური პარტიების ლიდერები კონსულტაციებზე "ძლიერი საქართველოს" ოფისში შეიკრიბებიან

გამოქვეყნდა:

პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ლიდერები, 19:00 საათისთვის, "ძლიერი საქართველოს" ოფისში იკრიბებიან. შეხვედრის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, თუ როგორ, სად და რა ფორმით გაგრძელდება ბრძოლა და რა იქნება კონკრეტული სტრატეგია.

ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ მოპარული არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლა ქუჩაში ისევ გაგრძელდება და გეგმაც განსხვავებული იქნება.

"ბოლო რამდენიმე დღის პროცესები და ის პროტესტი, რასაც ხალხი გამოხატავს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან წართმეულ, მიტაცებულ არჩევნებს და ამით მიტაცებულ ევროპულ პერსპექტივას. მე ეს ორი დღე ვიმყოფებოდი ბრიუსელში და ჩემი გული ნამდვილად აქ იყო, მელიქიშვილზე, ჩემ მეგობრებთან თანამებრძოლებთან და იმ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, რომლებიც თავიანთი ბრძოლით აგონებენ საკუთარ ხმას ბრიუსელში და ჩვენ ეს ხმა ნამდვილად იქ ჩავიტანეთ. ჩავიტანეთ, რომ დაუშვებელია ამ არჩევნების აღიარება, რომ აუცილებელია საერთაშორისო გამოძიება, რაზეც პრაქტიკულად შეთანხმება უკვე არსებობს და აუცილებელია ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, რითაც ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენ ევროპულ პერსპექტივას," - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი