4-საათიანი დაკითხვა და ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში | ფიზიკური ძალადობა "მთავარი არხის" ოპერატორზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ოპერატორის, სერგი ბარამიძის მიმართ თავდასხმის, ცემისა და დაკვების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. მოძალადე პოლიციელებს ახლა უფლებამოსილების გადამეტებას ძალის გამოყენებითა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას ედავებიან.

"მთავარი არხის" ოპერატორი მაშინ დააკავეს, როცა მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეების, აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დაკავებებს იღებდა. შესაბამისად, გაურკვეველია, რას აშავებდა და რატომ მიიღეს პოლიციელებმა მისი დაკავების გადაწყვეტილება. კადრებში კარგად ჩანს, როგორ ურტყამენ მას მიზანმიმართულად შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ნიღბიანი თანამშრომელბი.

"მთავარი არხის" ოპერატორმა სხეულის მრავლობითი დაზიანება სწორედ დაკავების დროს მიიღო. სერგი ბარამიძეს სამედიცინო ექსპერტიზა გამოკითხვის შემდეგ დღეს ჩაუტარდა. ადვოკატთან ერთად მან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს დეტალურად უამბო, როგორ და რა ვითარებაში დააკავეს პოლიციელებმა. მთავარი მტკიცებულების სახით საგამოძიებო სამსახურში წარდგენილია დაკავების ვიდეოკადრები.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი