ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას აშშ-მა ვეტო დაადო

გამოქვეყნდა:

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას აშშ-მა ვეტო დაადო.

15 წევრისგან შემდგარმა საბჭომ კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელიც მოითხოვდა ღაზას სექტორში დაუყოვნებლივ, უპირობო და მუდმივ ცეცხლის შეწყვეტას, ხოლო ცალკე რეზოლუცია ეხებოდა მძევლების გათავისუფლებას. რეზოლუციის წინააღმდეგ მხოლოდ შეერთებული შტატები იყო, რომელმაც, როგორც საბჭოს მუდმივმა წევრმა, ვეტო-ს უფლება გამოიყენა.

გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლის, რობერტ ვუდის განცხადებით, ვაშინგტონის პოზიცია ნათელია და მხარს დაუჭერს მხოლოდ იმ რეზოლუციას, რომელიც ცალსახად მოითხოვს მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი