ვთხოვ აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ პარლამენტის პირველ სხდომას; მოქალაქეებს მოვუწოდებ, გავაგონოთ ჩვენი პროტესტის ხმა ხელისუფლებას | გახარია

გამოქვეყნდა:

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია აკრედიტებულ ელჩებს მიმართავს და მოუწოდებს, 25 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრონ, ვინაიდან ჩატარებული არჩევნების სამართლიანობასა და ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით შეკითხვები თავად ამ ქვეყნების ხელისუფლებებს აქვთ.

"დღეს, როდესაც ქვეყანა აშკარად ლეგიტიმაციის კრიზისშია, მაშინ, როდესაც თითოეული საქართველოს მოქალაქე თვლის რომ არჩევნები და ხმა მას მოჰპარეს, რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ, დიდი პატივისცემით, უნდა ვთხოვო ჩვენ ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა არ მისცენ შესაძლებლობა "ოცნებას" მანიპულირებისა და სპეკულირების, ლეგიტიმაციის მიღების. 

მეორეს მხრივ, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და ჩვენ მხარდამჭერს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, იმ დღეს როდესაც ჩატარდება პარლამენტის პირველი სხდომა, ყველამ ერთად გავაგონოთ ჩვენი საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას," - განაცხადა გახარიამ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი