რუსმა ოკუპანტებმა კრივი რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სულ მცირე 26 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი ლისიკი ავრცელებს.
წინასწარი ცნობებით, ნაწილობრივ განადგურდა ადმინისტრაციული შენობა, დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი. თავდაპირველად ინფორმაცია ვრცელდებოდა მხოლოდ 2 დაშავებულის შესახებ, თუმცა მოგვიანებით რიცხვი შეიცვალა.
დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.
მომხდარს ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთმა თავდასხმა კონტინენტთაშორისი, ბალისტიკური რაკეტით განახორციელა.