"მაშა, არ ვაკეთებთ კომენტარს..." | ზახაროვას ბრიფინგზე დაურეკეს და მიუთითეს, უკრაინაზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევაზე არაფერი ეთქვა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს, მარია ზახაროვას ბრიფინგზე დაურეკეს და მიუთითეს, რომ კომენტარი არ გაეკეთებინა უკრაინაზე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის შეტევის შესახებ ცნობებზე - "მაშა, ჩვენ საერთოდ არ ვაკეთებთ კომენტარს ბალისტიკური რაკეტების შეტევაზე" - ისმის ტელეფონიდან ხმა.

ცნობისთვის, 21 ნოემბერს, დილით, რუსული ძალები სხვადასხვა ტიპის რაკეტებით თავს დაესხნენ ქალაქ დნიპროს. კერძოდ,  უკრაინის  საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის ფედერაციის ასტრახანის რეგიონიდან ოკუპანტებმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი. იქ მყოფი მოქალაქეები არ დაშავებულან. გარდა ამისა, დაზიანდა სამრეწველო საწარმო და ორი კერძო სახლი. გაჩნდა ხანძარიც. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი