პაკისტანში, შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სამგზავრო ავტომობილებს ცეცხლი გაუხსნა | დაიღუპა 38 და დაშავდა 29 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ პაკისტანში, პროვინცია ხაიბერ-პახტუნხვაში, შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სამგზავრო ავტომობილებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე, დაიღუპა 38 და დაშავდა 29 ადამიანი.

"ეს დიდი ტრაგედიაა და დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება", - განაცხადა ხაიბერ-პახტუნხვას მთავარმა მდივანმა, ნადიმ ასლამ ჩოდრიმა.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევა ტომებით დასახლებულ კურამის რაიონში მოხდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი