პროტესტი რექტორის გადადგომის მოთხოვნით | სტუდენტების ნაწილმა ღამე თსუ-ს ეზოში კარვებში გაათენა

გამოქვეყნდა:

სტუდენტების ნაწილმა  ღამე  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაშლილ კარვებში გაათენა. ახალგაზრდები, რომლებსაც უნივერსიტეტის პროფესურის დიდი ნაწილიც უერთდება, რექტორის - ჯაბა სამუშიას გადადგომას მოითხოვენ.  

სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ქმედებებს აპროტესტებენ. მათ შორის ყველაზე დიდი გაღიზიანება სტუდენტებში ჯაბა  სამუშიას მიერ გაცემულმა ნებართვამ გამოიწვია, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება მოხდა, რომელმაც გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ  მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია.                         

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი