23 ნოემბერს, 15:00 საათზე თსუ-სთან აქცია გაიმართება | ოპოზიციის გეგმები, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია კონსულტაციებს განაგრძობს. სამი მთავარი ოპოზიციური გაერთიანების, "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველოს" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ქუჩის პროტესტი, ოლიგარქიული რეჟიმის, წინააღმდეგ ახლა საზოგადოების ერთადერთი ბერკეტია. 

თუ როგორ და რა ფორმით გაგრძელდება პროტესტი, ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიცია საზოგადოებას, სავარაუდოდ, დღეს გააცნობს. 

"ხვალ [23 ნოემბერს], 15:00 საათზე უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ ვიკრიბებით, გაიმართება საპროტესტო აქცია და ეს პროცესი უწყვეტი იქნება. მანამ სანამ რეალობა არ შეიცვლება. ცვლილებებს სჭირდება დიდი, საპროტესტო, უწყვეტი, მძლავრი მოძრაობა და ეს სახეზე გვაქვს, ამაზე ვთანხმდებით, საზოგადოების განსხვავებული ჯგუფები და ოპოზიციური პარტიები. მიზნის მიღწევამდე ეს ბრძოლა გაგრძელდება," - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი