დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მწვავე და კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაცია იმ არაერთ დარღვევაზე საუბრობს, რომელიც წინასაარჩევნო თუ კენჭისყრის პერიოდში დაფიქსირდა
ორგანიზაციის განცხადებით, 2024 წელს საქართველოს მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა შტატების რაოდენობის და სახელფასო ფონდის საგრძნობი ერთჯერადი ზრდა, რაც წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეიძლება შეფასდეს. არსებული მონაცემებით, 2024 წელს, მუნიციპალიტეტების საკრებულოების აპარატებში 8.2%-ით გაიზარდა ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობა. შესაბამისად, საკრებულოების აპარატებში შტატებისა და ხელფასების საერთო მატების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით (თბილისის გარდა) მთლიანი სახელფასო ფონდი 16.5%-ით გაიზარდა.
"წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების და კენჭისყრის დღეს ჩადენილი დარღვევების მასშტაბებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არჩევნების სამართლიანობა და ლეგიტიმურობა.
წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებამ არათანასწორი საარჩევნო გარემო შექმნა საარჩევნო სუბიექტებისთვის, როდესაც მმართველმა პარტიამ სახელმწიფო ბიუჯეტის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ხარჯზე მიიღო საგრძნობი უპირატესობა. ჩვენ შევადარეთ 2024 წელი 2023 წელს და აღმოვაჩინეთ, რომ მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში არის ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობა," - აცხადებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი თამარ ხიდაშელი.