ქუჩა-ქუჩა გვიწევს საწოლების ძებნა - კალოიანი აჭარაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე

გამოქვეყნდა:

ინფექციონისტი ვახტანგ კალოიანი საუბრობს აჭარაში გართულებულ ეპიდსიტუაციასა და პაციენტების სამკურნალოდ საწოლების ნაკლებობაზე. ამასთან, კალოიანი ფიქრობს, რომ მთავრობას არაფერი გაუკეთებია კოვიდშემთხვევების მოსალოდნელი ზრდის თავიდან ასაცილებლად. 

ხელისუფლებამ საწოლების საჭირო რაოდენობის მოსაძიებლად არაფერი გააკეთა. ქუჩა-ქუჩა გვიწევს სირბილი, რომ ინფიცირებული სამკურნალოდ კლინიკაში მოვახვედროთ. ზარები არ წყდება ამ მიმართულებით, მუდმივად ადგილებს ვეძებთ, - ამბობს კალოიანი "მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი". 

გარდა ამისა, ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ აჭარის პოტენციური რესურსიდან გამომდინარე, ბათუმელი ინფიცირებულების სხვა ქალაქში გადანაწილება საჭირო არ უნდა გამხდარიყო. 

როდესაც აჭარაში ეპიდსიტუაცია გართულდა, გვიწევდა პაციენტების ფოთში, ქუთაისში, ქობულეთში გადაყვანა. ეს სისტემის კატასტროფული მდგომარეობის ნიშანია. ხელისუფლებამ ადეკვატურად ვერ მოაწესრიგა საწოლების რაოდენობა და პაციენტებისთვის შესაბამისი სამკურნალო გარემოს შექმნა - თქვა ინფექციონისტმა. 

შეგახსებთ, რომ საქართველოში ყოველდღიურად მზარდი კოვიდშემთხვევების უმეტესობა სწორედ აჭარაზე მოდის. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დადასტურებული 296 ახალი შემთხვევიდან, 166-ის ინფიცირების წყარო აჭარაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი