"დაუწყიათ წმენდა მერიაში... ვიცე-მერი, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, არქიტექტურის სამსახური, ქონების მართვის სააგენტო" | აბესაძე საკადრო ცვლილებებზე წერს

გამოქვეყნდა:

"დაუწყიათ წმენდა თბილისის მერიაში და ამიტომ "იმალება"  კალაძე ნეტა მილანში", - ამის შესახებ კორუფციის მკვლევარი, ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისვე ინფორმაციით, დედაქალაქის მთავრობა ვიცე-მერმა, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, არქიტექტურის სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელებმა დატოვეს.

"დაუწყიათ წმენდა თბილისის მერიაში და ამიტომ "იმალება" კალაძე ნეტა მილანში?! ვიცე-მერი, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, არქიტექტურის სამსახური, ქონების მართვის სააგენტო. კიდე ვინ?! სუს გვეტყვის თუ მილანიდან დაბრუნებული კალაძე?!" - წერს აბესაძე.

ამ დროისთვის აღნიშნულ თანამდებობებს იკავებენ: ვიცე-მერი - ირაკლი ხმალაძე; ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო - ვიქტორ წილოსანი; არქიტექტურის სამსახური - თეიმურაზ ბოლოთაშვილი; ქონების მართვის სააგენტო - ირაკლი თავართქილაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი